Thumbnail
  • ლიონი 1:5 პსჟ
  • მბაპეს ბენეფისი სტად ჟერლანზე, პარიზელები ფინალში გავიდნენ

ლიონმა საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, რის შემდეგაც ტუხელის გუნდმა ნამდვილი შოუ დადგა.

ტერიეს გოლით დაწინაურებულ ლიონს კილიან მბაპემ 3-ჯერ გაუტანა - თითო გოლი ნეიმარისა და სარაბიას ანგარიშზეა. მბაპეს მეორე გოლი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა. ფრანგმა ბრწყინვალე იერიში საკუთარი ნახევრიდან დაიწყო, ორი მცველი მოატყუა და გოლი გაიტანა.

კილიან მბაპეეეეეეეეე!!!!

კილიან მბაპეეეეეეეეე!!!! მბაპეს ძალიან მაგარი გოლი ლიონის კარში - პარიზელები უკვე 2 ბურთით იგებენ

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 04 მარტი, 2020

პარიზული კლუბი თასის ფინალში გავიდა. ახლა ტუხელმა მზადება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვის უნდა დაიწყოს, სადაც პსჟ დორტმუნდის ბორუსიას მასპინძლობს. პარიზელებს პირველი მატჩი 1:2 აქვთ წაგებული.

ნეიმარის პენალტი ლიონის კარში - ბრაზილიელმა პსჟ დააწინაურა

ნეიმარის პენალტი ლიონის კარში - ბრაზილიელმა პსჟ დააწინაურა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 04 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები