Thumbnail
  • შალვა მამუკაშვილი ეროვნულ ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და 73 კეპი აქვს
  • იგი პირველი ქართველია, რომელმაც ინგლისურ პრემიერშიპში ითამაშა
  • ქართველი მორაგბე ლესტერ ტაიგერსში გადავიდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, შალვა მამუკაშვილი ინგლისურ ლესტერ ტაიგერსში გადავიდა, რომლის ღირსებასაც მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დაიცავს.

მამუკაშვილთან ერთად, ტაიგერსს ფიჯელი ვარსკვლავი ნემანი ნადოლოც შეუერთდა. შალვასთვის ეს მეორე ინგლისური კლუბია, სეილ შარკსის შემდეგ. მამუკაშვილს რამდენიმე ქვეყანაში უთამაშია - ინგლისის გარდა, ის შოტლანდიური, ფრანგული და რუსული კლუბების ღირსებას იცავდა. შალვა პირველი ქართველი მორაგბეა, რომელმაც ინგლისურ პრემიერშიპში ითამაშა. 2020 წლის მსოფლიო თასზე მან ''ბორჯღალოსნების'' პირველი ლელო დადო.

მამუკაშვილი უელსის წინააღმდეგ

ლესტერ ტაიგერსში გადასვლის შემდეგ, პოპსპორტი შალვა მამუკაშვილს დაუკავშირდა. ქართველ მორაგბეს სანაკრებო ამბებზე, ახალ კლუბსა და პრემიერშიპის გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

POPSPORT: გილოცავთ ლესტერ ტაიგერსში გადასვლას, რომელიც შენს კარიერაში მეორე ინგლისური კლუბია. შენი აზრით, რით განსხვავდება პრემიერშიპი სხვა ლიგებისგან? მოდი, ამ შემთხვევაში ორი ტოპ ლიგა - პრემიერშიპი და TOP 14 შეადარე, რადგანაც ორივეგან თამაშის გამოცდილება გაქვს.

შალვა მამუკაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. კი, ჩემთვის მეორე კლუბია პრემიერშიპში. რაც შეეხება ჩემპიონატებს შორის სხვაობას, ალბათ, ფიზიკური თვალსაზრისით, ტოპ 14 უფრო მძიმე სათამაშოა. სხვა ჩემპიონატებიდან რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება.

POPSPORT: 23 წლის იყავი, როდესაც პირველ უცხოურ კლუბში ითამაშე. რამდენად რთული იყო ადაპტაცია ახალ ქვეყანასთან და ახალ სარაგბო სტილთან?

შალვა მამუკაშვილი: ჩემი პირველი უცხოური კლუბი შეილ შარკსი იყო. ადაპტაცია არ გამჭირვებია, მაგრამ შუა სეზონში მუხლის ოპერაცია გავიკეთე და სეზონის დასრულება მომიწია. ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე.

შალვა მამუკაშვილის ფოტოები Popsport-ის არქივიდან

შალვა მამუკაშვილის ფოტოები Popsport-ის არქივიდან

შალვა მამუკაშვილის ფოტოები Popsport-ის არქივიდან

შალვა მამუკაშვილის ფოტოები Popsport-ის არქივიდან

შალვა მამუკაშვილის ფოტოები Popsport-ის არქივიდან

POPSPORT: ლესტერ ტაიგერსი მიმდინარე სეზონში სუსტად გამოიყურება. სარასენსის დაკლებული ქულები რომ არა, გუნდი ბოლო ადგილზე იქნებოდა. რა გითხრა კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაფორმებამდე - რა მიზნები ექნება ლესტერს მომავალ სეზონში?

შალვა მამუკაშვილი: ლესტერს წელს კარგი სეზონი არ აქვს. მომავალი სეზონისთვის გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. როგორც საუბარში ახსენეს, კლუბის მიზანი პლეი ოფის თამაში იქნება.

POPSPORT: საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდი. დიდ 10-ს თუ ადევნებ თვალყურს და შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ცვლილებებია საჭირო საქართველოს უმაღლეს სარაგბო ლიგაში?

შალვა მამუკაშვილი: საქართველოში ყოჩებში არმიასა და ლოკომოტივში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ცვლილებები და განვითარება ყველა ჩემპიონატს ჭირდება, მაგრამ წლიდან წლამდე დიდი10-ის დონე საგრძნობლად იმატებს.

POPSPORT: გადავიდეთ საქართველოს ნაკრებზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატამდე, ჩავარდნილი მსოფლიო თასი იყო, სადაც მიზანი ვერ შევასრულეთ... რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი ბრწყინვალედ დაიწყო. ყველაზე რთული მეტოქე ესპანეთი იყო, რომელთანაც დუბლი შეასრულე. როგორ ფიქრობ, ოდესმე მოგვეცემა შანსი 6 ერში თამაშის? ფაქტია, რომ ამ ტურნირზე მეტოქეებს უკვე საგრძნობლად ვჯობნით.

შალვა მამუკაშვილი: მსოფლიო თასზე მიზანი 2 მატჩის მოგება იყო. სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ, რამაც დაგვანახა ის, რისი გამოსწორებაც გვჭირდება და რაზეც გუნდმა მუშაობა დაიწყო. რაგბი ევროპა წარმატებით დავიწყეთ, 3 ტურის შემდეგ 14 ქულა გვაქვს და გუნდიც სანახაობრივად თამაშობს. რაც შეეხება 6 ერს: ის კომერციული ტურნირია და მხოლოდ ხარისხიანი თამაში და რეიტინგი მასში მონაწილეობის შანსს ვერ მოიტანს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება.

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

შალვა მამუკაშვილის ლელო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები