Thumbnail

'სამი ქულა ყველა მატჩში' - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მიზანი ერთა ლიგაში

  • საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის ჯგუფში ერთად მოხვდნენ
  • მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯერ ევრო 2020-ის პლეი ოფზე ფიქრობს
  • ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირება შესაძლოა უფრო ადრეც მოგვიხდეს

ამსტერდამში გამართულ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. C ლიგის მე-2 ჯგუფში  მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი გვყავს.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში ჩრდილოეთ მაკედონიას 8 სექტემბერს უმასპინძლებს, სტუმრად კი 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკედონიელებთან აქამდე არასდროს უთამაშია

თუმცა, გამორიცხული არაა, ამ ნაკრებებს შეხვედრა მანამდეც მოუხდეთ - ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ვლადიმირ ვაისის გუნდი ½-ფინალში ბელარუსს დაამარცხებს, ჩრდილოეთ მაკედონი კი - კოსოვოს. და თუ ეს ასე მოხდა, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი დაპირისპირება ისტორიაში, 31 მარტს თბილისში შედგება.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ჯგუფში მეტოქეებსა და თავისი გუნდის მიზანზე ისაუბრა. 

"სიმართლე გითხრათ, ამჟამად ყველა ჩვენი ფიქრი და ყურადღება კოსოვოსთან თამაშისკენაა მიმართული. მაგრამ ვინაიდან ერთა ლიგაში მეტოქეების ვინაობა შევიტყვეთ, ჩვენი დონის, ფეხბურთელებისა და შედეგების, ასევე განვლილი პერიოდის გათვალისწინებით, მაკედონიის მიზანი პირველი ადგილისთვის ბრძოლა იქნება.

გასულ საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მატჩს ერთნაირად ვეკიდებით და ეს ახლაც ასე იქნება. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ვაპირებთ. ფურცელზე მეტოქეების სახელები მყვირალა არაა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მაღალი დონის მეტოქეები გვყავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არავისი გვეშინოდეს და თითოეულ მატჩში 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა ანგელოვსკიმ.

ევრო 2020-ზე გასვლაზე მაკედონიელი გულშემატკივარიც ოცნებობს 

43 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2015 წლიდან მოყოლებული წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2020-ის შესარჩევ C ჯგუფში 10 მატჩიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო და მესამე ადგილი დაიკავა (საგზურები პოლონეთმა და ავსტრიამ მოიპოვეს). 

2018/19 წლების ერთა ლიგაში ანგელოვსკის გუნდმა D ლიგის მე-4 ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო და C ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2020-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები