Thumbnail

სუპერლიგა მაყურებლების გარეშე - კორონავირუსი კალათბურთშიც ჩაერია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული სუპერლიგისა და "ა" ლიგის მატჩებზე დასწრება აიკრძალა
  • ასაკობრივი ჩემპიონატებისა და სტუდენტური ლიგის თამაშები გადაიდო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. სპეციალური განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ნათელია, რომ აღნიშნულის მიზეზი გავრცელებული კორონავირუსია, რომლის გამოც უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება ჩაიშალა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტამდე აღარ გაიმართება ასაკობრივი ჩემპიონატებისა და სტუდენტური ლიგის მატჩები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, გუშინ თბილისში მაყურებლების გარეშე ჩატარდა დინამო თბილისის და მარსელის მატჩი წყალბურთში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში კი გაურკვეველი დროით გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები