Thumbnail

ძაგნიძე ლიდერია – ქართველი მოჭადრაკის წარმატება გრან პრიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ ლოზანის ტურნირზე პირველი პარტია მოიგო
  • ქართველმა მოჭადრაკემ ყაზახ მეტოქეს 31-ე სვლაზე აჯობა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2482) შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ძაგნიძისა და აბდუმალიკის პარტია

შეგახსენებთ, რომ ძაგნიძე პირველ ტურში შავი ფიგურებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2482) დაუზავდა, მეორეში კი, თეთრებით ყაზახი ჟანსაი აბდუმალიკი (2461) უკვე 31-ე სვლაზე დაამარცხა.

შედეგად, ნანამ 1.5 ქულა მოაგროვა და ასეთივე მაჩვენებელი აქვს რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასაც (2579), თუმცა, ქართველი მოჭადრაკე რუსს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

გრან პრის მე-3 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით მსოფლიოსა (2004) და ევროპის (2002) ჩემპიონს, ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას (2453) ეთამაშება, რომელიც 1.0 ქულით მესამე-მეათე პოზიციებს ინაწილებს.

შეგახსენებთ, რომ ლოზანური ტურნირი, რომელშიც 12 მოჭადრაკეა ჩართული წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 13 მარტს დასრულდება.

ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები