Thumbnail

მალე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მთავარი თავგადასავალი - ევრო 2020-ის პლეი ოფი იწყება. 26 მარტს, საქართველო თბილისში ბელარუსს შეხვდება და, რა თქმა უნდა, პოპსპორტი ამ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

მთავარი თამაშის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია-განყოფილების კომუნიკაციების მენეჯერ გიორგი ფირცხალანს ვესაუბრეთ. განვიხილეთ, თუ რა მოლოდინებია პლეი ოფის წინ, როგორ ემზადება ფედერაცია და რას ნიშნავს ეს თამაშები ქართული ფეხბურთისთვის.

🎧 POP PODCAST | მთავარი მატჩის წინ

🎙 საუბრობენ: გიორგი უგულავა (პოპსპორტის ანალიტიკოსი), გიორგი ფირცხელანი (სფფ-ის მედია-განყოფილების კომუნიკაციების მენეჯერი)

📺 youtube

🎵 soundcloud

📌 2020 წლის მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ორი თამაშის მოგება თბილისში და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ პერიოდში პოპსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და საქართველოს ნაკრების გარშემო გამორჩეულ მასალას შემოგთავაზებთ, რომლებიც რუბრიკაში 'მთავარი თამაში' გაერთიანდება.

კომენტარები

ბოლო ამბები