Thumbnail
  • ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთსა და სომხეთთან მოხვდა
  • დადგინდა საქართველოს ნაკრების მატჩების კალენდარი C ლიგის მე-2 ჯგუფში

3 მარტს, ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გამართულ უეფას კონგრესზე ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც C ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთსა და სომხეთთან ერთად მოხვდა. წილისყრის შემდეგ, უეფამ მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა:

C ლიგა. მე-2 ჯგუფის კალენდარი (თბილისის დროით)

📅 5 სექტემბერი
ჩრდილოეთ მაკედონია - სომხეთი (17:00)
ესტონეთი - საქართველო (20:00)

📅 8 სექტემბერი
სომხეთი - ესტონეთი (20:00)
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია (20:00)

📅 8 ოქტომბერი
სომხეთი - საქართველო (20:00)
ესტონეთი - ჩრდილოეთ მაკედონია (22:45)

📅 11 ოქტომბერი
ესტონეთი - სომხეთი (20:00)
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო (20:00)

📅 13 ნოემბერი
საქართველო - სომხეთი (20:00)
ჩრდილოეთ მაკედონია - ესტონეთი (22:45)

📅 16 ნოემბერი
სომხეთი - ჩრდილოეთ მაკედონია (20:00)
საქართველო - ესტონეთი (20:00).

საქართველოს ნაკრებმა C ლიგის საგზური 2018 წელს მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის პირველ, 2018/19 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და D ლიგიდან C-ში გადავიდა. გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა და საგზურისთვის მარტის ბოლოს იბრძოლებს.

1/2-ფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, 31 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები