Thumbnail
  • იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი გადაიდო
  • ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება იუვე-მილანი

იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი იუვენტუსსა და მილანს შორის ოთხშაბათს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ბოლო მომენტში მაინც გადაიდო. 

დაგეგმილი იყო, რომ მატჩს მილანელი ქომაგები ვერ დაესწრებოდნენ, რადგან კორონავირუსი იტალიაში ყველაზე მეტად სწორედ მილანში და ზოგადად ლომბარდიის მხარეშია გავრცელებული. იტალიური ფეხბურთის მესვეურთა საბოლოო გადაწყვეტილებით, შეხვედრა საერთოდ აღარ გაიმართება და ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება საპასუხო მატჩი, რომელმაც იტალიის თასის ფინალისტის ვინაობა უნდა გაარკვიოს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მილანში 13 თებერვალს გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. იტალიის თასი იუვეს ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული. მილანმა კოპა იტალია მხოლოდ 5-ჯერ მოიგო. თასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნაპოლი და ინტერი ხვდებიან. პირველი მატჩი ჯენარო გატუზოს გუნდმა სტუმრად 1:0 მოიგო. საპასუხო შეხვედრა 5 მარტს შედგება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს იტალიის თასს?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი

კომენტარები

ბოლო ამბები