Thumbnail

'ყველას თანაბარი შანსი აქვს' - ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების წილისყრა ჩატარდა
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა წილისყრის შედეგები შეაფასა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთა ლიგის რიგით მეორე, 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ლიგაში.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი ეყოლება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა წილისყრის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ ბელარუსთან მატჩზე კონცენტრაციაა საჭირო.

ვლადიმირ ვაისი:  "ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსი აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთიც კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა მხოლოდ მარტზე უნდა ვიფიქროთ."

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები