- სტივ კლარკს ვირუსის შეეშინდა
- "უაზრო რისკი იყო" - ასე შეაფასეს მისი ქმედება შოტლანდიაში
შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სტივ კლარკი ამსტერდამში უეფას 44-ე კონგრესს და შემდეგ გამართულ ერთა ლიგის წილისყრას კორონავირუსის გამო არ დაესწრო.
შოტლანდიელს ვირუსის შეეშინდა, "უაზრო რისკი იყო" - ასე შეაფასეს მისი ქმედება შოტლანდიაში. მის ნაცვლად წილისყრაზე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - იან მაქსველი დაესწრო.
კლარკის შოტლანდია 26 მარტს ევრო 2020-ის პლეი-ოფში ჰემპდენ პარკზე ისრაელს უმასპინძლებს, ამ წყვილში გამარჯვებული კი ნორვეგია - სერბეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"ამის შესახებ თათბირი გაიმართა და გადაწყდა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის წილისყრაზე ჩასვლა უაზრო რისკი იყო." - განაცხადა SFA-ს პრესმდივანმა.
კომენტარები