Thumbnail

კორონავირუსმა ძიუდოც დააზარალა - რაბათის გრან პრი გაუქმდა

  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მაროკოში გასამართი ტურნირი გააუქმა
  • რაბათის გრან პრიზე 14 ქართველ ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მაროკოში გასამართი ტურნირი გააუქმა. მიზეზი კორონავირუსია, რომელმაც უკვე ძიუდოც დააზარალა. ტურნირი 6 მარტს იწყებოდა და 8 მარტს სრულდებოდა. გრან პრიზე 94 ქვეყნის 567 ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა.

საქართველოს ნაკრები რაბათის გრან პრიზე 14 ძიუდოისტით მიემგზავრებოდა. იმედია, რომ მარტში გასამართი მომდევნო ტურნირებიც არ გაუქმდება. შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში ეკატერინბურგის გრანდ სლემი და თბილისის გრან პრი უნდა გაიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები