Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის ემზადება. ''ბორჯღალოსნები'' საფრანგეთში რასინგის ბაზაზე ვარჯიშობენ და ხელოვნურ საფარზე თამაშს ეჩვევიან.

ლელოს სარასენსის მორაგბე, აკა ტაბუცაძე ნაკრების შემადგენლობაში მესამე თამაშის ჩასატარებლად ემზადება. მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ქართველმა მორაგბემ პირველივე მატჩში შეძლო ლელოს დადება, რის შემდეგაც აკასა და ''ბორჯღალოსნების'' ქუთაისური ბენეფისი ვიხილეთ.

ბელგიელებმა ტაბუცაძე ვერ გააჩერეს

ტაბუცაძე გახდა პირველი მორაგბე ''ბორჯღალოსანთა'' რიგებში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 4 ლელოს დადება მოახერხა. აკას 2 მატჩში უკვე 5 ლელო დაუგროვდა. სავარაუდოდ, დარჩენილ ორ ტურში ლელოების რაოდენობას კიდევ გაზრდის.

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

აბჟანდაძის სუპერპასი და ტაბუცაძის სადებიუტო ლელო ნაკრებში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 09 თებერვალი, 2020

Popsport პორტუგალიასთან მატჩამდე ტაბუცაძეს საფრანგეთში დაუკავშირდა. აკას სანაკრებო დებიუტზე, ლელოების რეკორდსა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონზე ვესაუბრეთ.
 

POPSPORT: ნაკრებში კარგი დებიუტი გქონდა. შენ როგორ შეაფასებდი შენს პირველ მატჩებს ეროვნულ გუნდში?

აკა ტაბუცაძე: ნორმალურად. ძალიან კმაყოფილიც არ ვარ. გარკვეული შეცდომები მქონდა, რასაც პირველი დონის გუნდი არ გაპატიებს. ამიტომ, ახლა მეტი მუშაობა და შრომაა საჭირო, რომ მომავლისთვის უფრო კარგი მატჩები ჩავატარო და ნაკრებს უფრო მეტად დავეხმარო.

POPSPORT: წინ კიდევ ორი შეხვედრა გველის - პორტუგალიასთან და რუსეთთან მატჩები. შენ რა მოლოდინები გაქვს ამ შეხვედრებთან დაკავშირებით?

აკა ტაბუცაძე: რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან და რუსეთთან დამაჯერებელ გამარჯვებას ველი. კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ და სწორად უნდა ვითამაშოთ.

POPSPORT: ნაკრებში პირველი მორაგბე ხარ, რომელმაც ერთ მატჩში 4 ლელო დადო. შენს ანგარიშზე ხუთი ლელოა, შენი აზრით, შეძლებ მამუკა გორგოძის რეკორდის მოხსნას? (27 ლელო ეროვნულ ნაკრებში).

აკა ტაბუცაძე: არ ვიცი, რეკორდის მოხსნაზე არ ვფიქრობ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთო და დანარჩენი ვნახოთ. ჯერჯერობით რეკორდზე ფიქრი ადრეა.

POPSPORT: უკვე 3 წელია ლელო სარასენსს ჩემპიონობა არ მოუგია. 2020 წელს დიდ 10-ში ორი თამაში ჩაატარეთ და ორივე მოიგეთ. რა იქნება ლელო სარასენსის მაქსიმუმი ამ სეზონში?

აკა ტაბუცაძე: ლელოს მიზანი ყოველთვის ფინალში გასვლა და ჩემპიონობაა. წელსაც იგივე მიზანი გვაქვს. იმედია, რომ ამ მიზანს მივაღწევთ.

აკა ტაბუცაძის 4 ლელო ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ

აკა ტაბუცაძის 4 ლელო ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები