Thumbnail
  • კალიარიმ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა
  • ვალტერ ძენგა გუნდში 2021 წლამდე დარჩება

12-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, კალიარიმ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა. როლანდო მარანის გუნდმა სერია A კარგად დაიწყო, თუმცა სარდინიელებმა 5 დეკემბრის შემდეგ თამაში ვერ მოიგეს და ცხრილშიც ჩამოქვეითდნენ.

იტალიური პრესა წერდა, რომ კალიარის მთავარ მწვრთნელად ინტერისა და უდინეზეს ექს-დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩონი დაინიშნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. სარდინიელები ინტერის ყოფილ მეკარეს ვალტერ ძენგას დაუკავშირდნენ და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე შეათანხმეს.

ძენგას ინტერთან ერთად სკუდეტო და უეფას ორი თასი აქვს მოგებული. ვალტერმა იტალიის ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარა. ძენგა ბოლოს იტალიურ ვენეციას წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები