Thumbnail

თბილისის საცურაო აუზ "ოლიმპიკში" წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, დინამო თბილისმა მარსელს უმასპინძლა და 15:12 დაამარცხა. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო.

ფრანგულ კლუბთან ჩატარებული მატჩი, საქართველოს ნაკრებისა და დინამოს წყალბურთელმა, რევაზ იმნაიშვილმა შეაფასა, რომელმაც ქომაგს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დღეს ქართული წყალბურთისთვის ისტორიულია.

რევაზ იმნაიშვილი: დღევანდელი დღე ისტორიაში შევიდა იმით, რომ ეს იყო პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე წელს. ძალიან გახარებული ვარ, ემოციით ვარ დამუხტული.

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ვერ ესწრებოდა მატჩს, ამ დღეების განმავლობაში მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით. თამაში საკმაოდ დაძაბული იყო. ორივე გუნდს სურდა 3 ქულის მოპოვება, მაგრამ ჩვენ შევძელით მეტოქის გაჩერება და ჩვენი უპირატესობა შევინარჩუნეთ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.

კომენტარები

ბოლო ამბები