Thumbnail

'პანიკას არ უნდა ავყვეთ' - ინფანტინომ უეფას კონგრესზე კორონავირუსზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიფას პრეზიდენტმა კორონავისურზე ისაუბრა
  • ინფანტინო ამბობს, რომ პანიკას არ უნდა ავყვეთ...

უეფას 44-ე კონგრესზე, ფიფას პრეზიდენტმა - ჯანი ინფანტინო სიტყვით გამოვიდა, სადაც ფეხბურთის გლობალიზაციაზე, ქალთა ფეხბურთზე და კორონა ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც არ უნდა წახვიდე, ვერავის ვერ დაელაპარაკები, სიტყვით ვერსად გამოხვალ ისე, თუ კორონავირუსი არ ახსენე." - ამბობს ფიფას პრეზიდენტი.

"მნიშვნელოვანია ნებისმიერ ხელისუფლებასთან და ოფიციალურ ორგანოებთან თანამშრომლობა და დიალოგი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პანიკას არ ავყევეთ."

"ვიღაცამ ამ ოთახში მითხრა, რომ ფეხბურთი შეიძლება ვირუსის ანტიდოტი გამოდგეს... მე ასე შორს არ წავიდოდი, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად არის ბევრი 'დაავადების' ანტიდოტი, მაგალითად როგორებიცაა - რასიზმი, დისკრიმინაცია და ა.შ."

კომენტარები

ბოლო ამბები