Thumbnail

'მამაჩემის ასაკისაა, ხელი როგორ დავარტყა?' - ხაბიბი მეივეზერს დასცინის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დაღესტნელი მეივეზერს თავის პირობებს სთავაზობს...
  • ხაბიბი 11 რაუნდიან კრივის მატჩს, MMA-ს 1 რაუნდს უმატებს

ხაბიბ ნურმაგომედოვი ამბობს, რომ ფლიდ მეივეზერს დაამარცხებს. დაღესტნელი მებრძოლის პირობა ასეთია - 11 რაუნდი კრივი და 1 რაუნდი MMA.

"არამგონია, რომ 11 რაუნდში ჩემი გათიშვა შეძლოს." - ამბობს ხაბიბი. "მერე სად მიდის? 5 წუთი ჩემ ხელშია, ძირს ვათრევ... რას მოიმოქმედებს?"

"ეს ყველაფერი მედიის აგორებულია, რამდენიმე დღის წინ მისი დაბადების დღე იყო და იცით რამდენის გახდა? 48-ის თუ 49-ის..."

"მამაჩემის ასაკისაა, ხელი როგორ დავარტყა? ნამდვილი ჩხუბი თუ გინდათ UFC-ის შეხედეთ, არც მოკრივე ვარ, არც მოჭიდავე, მე MMA-ს მებრძოლი ვარ!" - ამბობს ხაბიბი.

"მას თუ მართლა აინტერესებს ჩემთან ჩხუბი, როგორც მამაჩემმა თქვა ადრე, იყოს 11 რაუნდი კრივი და შემდეგ 1 რაუნდი MMA."

კომენტარები

ბოლო ამბები