Thumbnail
  • გონსალო იგუაინს იუვენტუსთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება
  • არგენტინელი ფორვარდის გადაბირება ბილბაოს ატლეტიკს სურს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.

32 წლის არგენტინელს იტალიურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და თუკი ხელშეკრულება არ გაგრძელდა, მას იუვეს დატოვება თავისუფალი აგენტის რანგში ანუ უფასოდ შეეძლება.

ესპანური პრესის ცნობით, იგუანის საკუთარ რიგებში ხილვა ბილბაოს ატლეტიკს სურს.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოელთა ღირსებას მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები იცავენ, თუმცა, გონსალოს ტრანსფერის შემთხვევაში, აღნიშნული წესი არ დაირღვევა, რადგანაც იგუაინის დიდი ბაბუა არგენტინაში სწორედ ბასკეთიდან არის წასული.

თავად გონსალო საფრანგეთშია დაბადებული და ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

იგუაინი იუვენტუსის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მანამდე რივერ პლეიტში, რეალსა და ნაპოლიშიც უთამაშია, იჯარის წესით კი მილანისა და ჩელსის მაისურითაც ირჯებოდა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში არგენტინელ ფორვარდს 22 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 5 გოლი და 4 საგოლე პასია.
 

კომენტარები

ბოლო ამბები