Thumbnail

თუშიშვილის იპონი საუკეთესოა – დიუსელდორფის გრანდ სლემის TOP 5 გდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელ მეტოქეს აჯობა
  • ქართველმა ძიუდოისტმა 5-ვე შერკინება იპონით მოიგო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემი შეაჯამა და 5 საუკეთესო გდების ვიდეო გამოაქვეყნა, პირველი ადგილი კი გურამ თუშიშვილს მიაკუთვნა.

Top 5 Ippons from #JudoDüsseldorf!

Top 5 Ippons from #JudoDüsseldorf 2020! Who was your favorite? 🇩🇪 #judo #ippon

Posted by IJF - International Judo Federation on სამშაბათი, 03 მარტი, 2020

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თუშიშვილმა დიუსელდორფში საჩემპიონო გზაზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ხუთივეში იპონით იმარჯვა.

IJF-მა საუკეთესოდ ის გდება მიიჩნია, რომელიც გურამმა ფინალში მასპინძელ იოჰანეს ფრეის შეუსრულა.

გადამწყვეტი შერკინება მხოლოდ 44 წამის დაწყებული იყო, როდესაც ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი ბრწყინვალე იპონზე დასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები