Thumbnail

ჯოვინოს ტრავმა სერიოზულია - ბრაზილიელ ფორვარდს ოპერაცია სჭირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ეროვნული ლიგის პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა დინამო ბათუმისთვის. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თბილისის მერანთან ორი ქულა დაკარგა. ამასთან, გუნდის ლიდერმა, ჯოვინომ ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საკმაოდ სერიოზული.

ფლამარიონი მერანთან შეხვედრაში დაშავდა

ჯოვინოს თბილისში გამოკვლევა ჩაუტარდა. დიდი ალბათობით, ბრაზილიელ თავდამსხმელს ოპერაციას გაუკეთებენ, სარეაბილიტაციო პერიოდს კი მინიმუმ 2-3 თვე დასჭირდება.  

“ამ ეტაპზე, ჯოვინოს უფიქსირდება მენისკის დაზიანება და ვფიქრობთ, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით ზუსტად რამდენი გაუცდება. ყველაფერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გაირკვება და კონკრეტული ვადებიც გვეცოდინება” - განუცხადა პოპსპორტს დინამო ბათუმის ექიმმა, ზურა ხარხელაურმა.  

გათამაშების მეორე ტურს გია გეგუჩაძის გუნდი თბილისში, დინამოს წინააღმდეგ ითამაშებს. მთავარ მწვრთნელს შეტევის ხაზის დაკომპლექტება საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურეთელის გარეშე მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები