Thumbnail

იურგენ კლოპი: იდიოტი ვიქნებოდი, მათ ხასიათში ეჭვი რომ მეპარებოდეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლივერპულმა პრემიერლიგაში მოულოდნელად წააგო
  • იურგენ კლოპმა თავის მოთამაშეებზე ისაუბრა

ყველასთვის მოულოდნელად, ლივერულმა უოტფორდთან ანგარიშით 0:3 წააგო. მერსისაიდელებმა ამ მარცხით პრემიერლიგაში 44-მატჩიანი წაუგებელი და მოგებათა ზედიზედ 19-მატჩიანი სერია შეწყვიტეს. 

წაგებულ შეხვედრასა და ფეხბურთელებზე ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ იგი მიუხედავად ცუდი თამაშისა, მოთამაშეებს ენდობა და მათ ხასიათში ეჭვი არ ეპარება.

"შესაძლებელია მოთამაშეებზე გავბრაზდე, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. ეჭვი არ მეპარება ბიჭების ხასიათში. ნამდვილი იდიოტი ვიქნებოდი, მათ რომ არ ვენდობოდე, რადგან ისინი იმსახურებენ ჩემს ნდობას და ცუდი თამაშის შემდეგ, ხასიათს არ დაკარგავენ", - განაცხადა კლოპმა.

მიუხედავად მარცხისა, პრემიერლიგის მოგების მთავარი კანდიდატი კვლავ ლივერპულია. 30 წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი ინგლისის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მერსისაიდელებს 28 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვთ. სიტის, რომელიც მეორე ადგილზეა, 57 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები