Thumbnail
  • სეტონ ჰოლმა 21-ე საუკუნეში საუკეთესო ნიშნულს მიაღწია
  • ილინოისმა 25-ეულში ადგილი დაიბრუნას

Associated Press-მა (AP) NCAA-ს საკალათბურთო ტურნირის მორიგი Top 25 Poll გამოაქვეყნა, რომელსაც 71-წლიანი ისტორია აქვს. ეს ამ სეზონის ფინალური რეიტინგია NCAA-ს კლუბების. Top 25-ში ქართველ კალათბურთელთა ორი გუნდი მოხვდა...

სანდრო სეტონ ჰოლში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა

Big East-ის კონფერენციის ლიდერი სეტონ ჰოლი მე-8 პოზიციაზეა, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილია. ეს ნიუჯერსელებისთვის საუკეთესო შედეგია 2000 წლის შემდეგ. 

სიაში მოხვდა Big Ten-ის კონფერენციის ილინოისიც, რომელიც 23-ე პოზიციაზეა. ამ გუნდში გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს. ილინოისი ბოლო დროს 25-ეულში ვეღარ ხვდებოდა, თუმცა პოზიცია დაიბრუნა. 

5 მარტს სეტონ ჰოლი ვილანოვას ეთამაშება, რომელიც AP-ის რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა, ხოლო ილინოისი ოჰაიო სტეიტს 6 მარტს ესტუმრება, რომელიც მე-19 პოზიციაზეა. 

Top 5. NCAA. AP-ის მიხედვით

1. კანზასი. Big 12

2. გონზაგა. West Coast

3. დეიტონი. Atlantic 10

4. ბეილორი. Big 12

5. სან დიეგო სტეიტი. Mountain West

შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ NCAA-ს საუკეთესო გუნდებს ჩემპიონშიპი, ეგრეთ წოდებული "მარტის სიგიჟე" ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები