Thumbnail

მამუკაშვილი და ნადოლო ერთ გუნდში - ტაიგერსის მორიგი ტრანსფერი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შალვა მამუკაშვილთან ერთად ლესტერ ტაიგერსში ნემანი ნადოლო ითამაშებს
  • ტაიგერსმა კიდევ ორ მორაგბესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართული რაგბის ქომაგი შალვა მამუკაშვილის ტრანსფერმა ინგლისურ ლესტერ ტაიგერსში ძალიან გაახარა. ქართველ მორაგბეს ინგლისში ადრეც უთამაშია, თუმცა ტაიგერსი ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია და მომავალი სეზონისთვის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

კლუბმა მამუკაშვილთან ერთად ნემანი ნადოლოს ტრანსფერიც გააოფიციალურა. ფიჯის ნაკრების ყოფილი მორაგბე, რომელიც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავია, ინგლისურ გუნდს 2020-2021 წლების სეზონში შეუერთდება. ის ამჟამად მონპელიეს ღირსებას იცავს, სადაც ლევან ჩილაჩავასთან, მიხეილ ნარიაშვილთან და კონსტანტინე მიქაუტაძესთან ერთად თამაშობს.

ნადოლო ინგლისში ადრეც თამაშობდა, როდესაც ექსეტერ ჩიფსის ღირსებას იცავდა, თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, როდესაც ნადოლო პოლიციამ დააჯარიმა. ფიჯელი მანქანას ნასვამი მართავდა.

ლესტერ ტაიგერსმა ბენ და ტომ იანგსებთან კონტრაქტიც გაახანგრძლივა. ტომ იანგსი გუნდის კაპიტანია, ხოლო ბენი იანგსი ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები