Thumbnail

იუვენტუსი-ლიონი ნეიტრალურ მოედანზე? რას გადაწყვეტს უეფა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიაში გავრცელებული კორონავირუსი ჩემპიონთა ლიგასაც აზარალებს
  • ლიონის პრეზიდენტმა იუვენტუსთან საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა  
  • გამორიცხული არაა, უეფამ შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ჩაატაროს

ლიონმა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში შინ ტურინის იუვენტუსს მინიმალური ანგარიშით მოუგო და საპასუხო დაპირისპირების წინ იმედიანადაა. ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა კი არ გამორიცხავს, რომ მომავალი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს. 

ლიონის პრეზიდენტი მატჩის გადადებას არ გამორიცხავს

ამ გუნდების საპასუხო მატჩი ტურინში, "ალიანც იუვენტუსზე", თბილისის დროით 18 მარტს, შუა ღამისას უნდა დაიწყოს. თამაშის გადატანის შესაძლებლობაზე საუბარს კი საფუძვლად იტალიაში კორონავირუსის გავრცელება უდევს, რის გამოც ქვეყანაში არაერთი საფეხბურთო მატჩი გადაიდო, მათ შორის იტალიური დერბი იუვენტუსსა და ინტერს შორის.

📋 მეტი ამ თემაზე:

"უეფა გადაწყვეტს, სად ვითამაშებთ. გასათვალისწინებელია ის, რომ იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდი კარანტინში გაუშვეს. ისინი ოთხ მოთამაშეზე შფოთავენ, რეზერვისტები კი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. 

ვნახოთ, რა მოხდება. უეფას მოსაზრებას დაველოდები. იმედია, კარგი ამბავი იქნება, უარეს შემთხვევაში კი გამორიცხული არაა, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდეს", - უთხრა ოლამ ფრანგულ მედიას.

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი ალიანც იუვენტუსზე აღარ ჩატარდეს

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდი, პაინეზესთან თამაშის შემდეგ, სრული შემადგენლობით კარანტინში გაუშვეს. მანამდე პიანეზეც ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები