Thumbnail

ენტონი ჯოშუა ივნისში, ტოტენჰემის სტადიონზე იჩხუბებს - მეტოქე ცნობილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 20 ივნისი | 🥊 ენტონი ჯოშუა V კუბრატ პულევი | 🌍 ლონდონი
  • ენტონი ჯოშუა ჯერ პულევთან იჩხუბებს, შემდეგ სავარაუდოდ ფიურის შეხვდება...

ბრიტანელი კრივის მსოფლიოს ჩემპიონი - ენტონი ჯოშუა 20 ივნისს ტოტენჰემ ჰოთსპურის სტადიონზე  - კუბრატ პულევთან იჩხუბებს.

ბულგარელი პულევი IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) მანდატის მფლობელი მოკრივეა და ენტონი ჯოშუას სწორედ ამ სტატუსით დაუპირისპირდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი მსოფლიოს ვანახო ჩემი რეალური ძალა" - განაცხადა პულევმა, რომელიც კარიერაში 30-ე მატჩს ჩაატარებს.

ბულგარელს კარიერაში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული - ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ. ეს ჯოშუასთვის ბრიტანეთში პირველი ბრძოლა იქნება 2018 წლის შემდეგ, როდესაც 'ეიჯიმ' ლონდონში რუსი ვეტერანი მოკრივე - ალექსანდრ პოვეტკინი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები