Thumbnail

გუდაურში სნოუბორდში ევროპის თასი გაიმართა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტურნირი სტანდარტულ სლალომსა და სტანდარტულ გიგანტურ სლალომში ჩატარდა
  • შეჯიბრებაში სნოუბორდერები ათზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ

გუდაურში სნოუბორდში ევროპის თასი გაიმართა. შეჯიბრი ჩატარდა სტანდარტულ სლალომსა და სტანდარტულ გიგანტურ სლალომში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული სნოუბორდერები ათზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის იყო ქართველი სნოუბორდერი, რევაზ ნაზღაიძეც.

პირველ დღეს, სლალომის შეჯიბრი ჩატარდა. გოგონებში პირველი ადგილი შვეიცარიელმა გალისა ლასერმა დაიკავა, მეორე ადგილი - ჰოლანდიელმა კიკი ბედიერ დე პრეირმა, ხოლო მესამე - რუსმა ანასტასია მალახოვამ. კაცებში სამივე საპრიზო ადგილი რუსებს ერგოთ: მაქსიმ როგორზინს, ვლადიმირ პნევს და იაროსლავ სტეპანკოს.

მეორე დღეს შეჯიბრი გიგანტურ სლალომში გაიმართა. ქალებში ჩემპიონი რუსი ანასტასია მალახოვა გახდა, მეორე ადგილი ჰოლანდიელმა კიკი ბედიერ დე პრეირმა დაიკავა, ხოლო მესამე - რუსმა სოფია ბატოვამ. კაცებში პირველი ადგილი რუსმა იაროსლავ სტეპანკომ დაიკავა, მეორე პოზიციაზე უკრაინელი მიხაილო ხარუკი გავიდა, ხოლო მესამეზე გერმანელი იანიკ ანგენენდი.

ჩემპიონატში სნოუბორდერები ათზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ

 

კომენტარები

ბოლო ამბები