Thumbnail

უკვე ოფიციალურად: უაილდერი-ფიური მესამედ იბრძოლებენ - ადგილი და თარიღი ცნობილია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • უაილდერი-ფიურის მესამე ბრძოლა ოფიციალურად დაინიშნა
  • შეხვედრა ლას ვეგასში, 18 ივლისს გაიმართება
  • შემოსავლების 60 პროცენტს ფიური მიიღებს

დეონტეი უაილდერმა ოფიციალურად გააქტიურა კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომელიც მას მესამე ბრძოლის მოთხოვნის საშუალებას აძლევდა. მას ამისთვის 25 დღე ჰქონდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, უაილდერს ბევრი არ უფიქრია და ფიურისთან მესამე ბრძოლა ოფიციალურად მოითხოვა. ვიდეომიმართვაში იგი გულშემატკივარს დიდ დაბრუნებას დაპირდა.

კონტრაქტის თანახმად, ბრძოლა აუცილებლად ამერიკაში უნდა შემდგარიყო. სამი ვარიანტიდან (ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი, ლას ვეგასი) ორგანიზატორები ისევ ლას ვეგასზე შეჩერდნენ. ბრძოლა იქვე გაიმართება, სადაც მათი წინა შეხვედრა შედგა - ლას ვეგასის MGM Grand Garden-ში.

ბრძოლის თარიღად 18 ივლისზე შეთანხმდნენ. ეს ყველა მხარისთვის მისაღები თარიღია, განსაკუთრებით ტელევიზიისთვის, რადგან ამ დროისთვის საკალათბურთო სეზონის პლეი ოფი დასრულებულია, ბეისბოლის პლეი ოფი არ დაწყებულა, ხოლო ამერიკული ფეხბურთის ლიგა სტარტს  დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იღებს. ანუ ეს ბრძოლა სატელევიზიო ბაზარზე, ფაქტობრივად, უკონკურენტო იქნება.

იცვლება ბრძოლის ფინანსური პირობები. მეორე ბრძოლის დროს შემოსავლები მოკრივეებს შორის თანაბრად ნაწილდებოდა, ახლა კი ტაისონ ფიურის, როგორც გამარჯვებულს, შემოსავლების 60 პროცენტი ხვდება, უაილდერს კი - 40.

კომენტარები

ბოლო ამბები