Thumbnail
  • უეფას დღეები ამსტერდამში
  • 📅 3 მარტი | ⌚ 21:00 | ერთა ლიგის წილისყრა

ორშაბათიდან ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველ შეკრებას უმასპინძლებს. ამსტერდამში სულ სამი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი: 2 მარტს აღმასკომის შეკრება, 3 მარტს უეფას კონგრესი და უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების წილისყრა...

წაიკითხე | საქართველო მეტოქეთა მოლოდინში - რა უნდა ვიცოდეთ ერთა ლიგის წილისყრაზე

ევრო 2020 12 ივნისს რომში იწყება, ოთხშაბათს იქამდე ზუსტად 100 დღე დარჩება. ტურნირის 60 წლისთავის გამო, ევროპის ჩემპიონატი ლამის მთელ კონტინენტს მოიცავს - მას 12 ევროპული ქალაქი უმასპინძლებს, რომელთა შორისაც ამსტერდამიცაა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

ორშაბათი. 2 მარტი. უეფას აღმასკომი

NH Collection Grand Hotel-ში უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უმასპინძლებს უეფას აღმასკომის სხდომას. აღმასკომმა რამდენიმე საკლუბო ტურნირის მასპინძელი არენები უნდა შეარჩიოს:

უეფას აღმასკომი შარშან სლოვენიაში გაიმართა

⚽ 2022 წლის ევროპალიგის ფინალის

⚽ 2022 & 2023 წლების უეფას სუპერთასის

⚽ 2022 & 2023 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის

⚽ 2021 წლის უეფას კონგრესის მასპინძელი ქალაქი

⚽ დამტკიცდეს რეგულაციები 2020/21 წლების სეზონის

სამშაბათი. 3 მარტი. უეფას კონგრესი

The Amsterdam Beurs van Berlage-ის საკონფერენციო დარბაზი უეფას კონგრესს უმასპინძლებს. ეს რიგით 44-ე კონგრესია. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 55 ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები. 

⚽ 2018/19 წლების სეზონის ფინანსური შეჯამება და 2020/21 წლების სეზონის ბიუჯეტის დამტკიცება.

⚽ უეფას კომიტეტების საქმიანობის განხილვა

⚽ უეფას აღმასკომის წევრებისა და ფიფას კომიტეტის წევრების არჩევა.

⚽ კონგრესს ჩეფერინის პრესკონფერენცია დაასრულებს

სამშაბათი. 3 მარტი. ერთა ლიგის წილისყრა

ერთა ლიგის პირველი გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრებია

კონგრესის დასრულების შემდეგ, იმავე დარბაზში 2020/21 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. 

ეს ერთა ლიგის მეორე გათამაშებაა, პირველი 2018/19 წლების სეზონში გაიმართა. ტურნირი პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო, ხოლო საქართველოს ნაკრები D ლიგიდან C-ში გადავიდა.

ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, ფინალური ეტაპი კი 2021 წელს, 2022 წელს გასავარდნი პლეი ოფები შედგება.

ოთხშაბათი. 4 მარტი. 100 დღე ევრო 2020-მდე

⚽ ამსტერდამის იოჰან კრუიფის არენა ევრო 2020-ის სამ მატჩს უმასპინძლებს ჯგუფურ ეტაპზე და 1 მატჩს 1/8-ფინალში. 

ერთა ლიგის წილისყრა ვრცლად

ერთა ლიგის წილისყრა ამსტერდამში 3 მარტს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. 55 მონაწილე ქვეყანა ოთხი ლიგის ჯგუფებში გადანაწილდება. A, B & C ლიგებში 4-4 კალათაა, D-ში - მხოლოდ ორი. 

A ლიგა

I - პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია

II - ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია

III - ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი

IV - ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია


B ლიგა

I - რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

II - შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი

III - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია

IV - ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი


C ლიგა

I - საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო

II - ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი

III - ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი

IV - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D ლიგა

I - გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი

II - ანდორა, მალტა, სან მარინო

წილისყრა სულ ყველაზე დაბალი ლიგიდან დაიწყება. არის სამი სახის აკრძალვა - გუნდები, რომელთა ვინაობაც უეფას განსაზღვრული აქვს, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთა შორის საჰაერო მგზავრობას 8 საათზე მეტი უნდა. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება სამი ისეთი ქვეყნის გუნდი, სადაც მკაცრი ზამთარია. 

2018 წელს საქართველოს ნაკრებმა C ლიგის საგზური მოიპოვა

პირველ სამ ლიგაში გუნდები შინ და გარეთ ითამაშებენ ჯამში 6 ტურად. A ლიგის ჯგუფების ოთხი გამარჯვებული 2021 წლის ფინალურ ტურნირზე გადის. ლიგებში ჯგუფების გამარჯვებულები შემდეგ სეზონში ერთი ლიგით მაღლა ითამაშებენ, A და B ლიგების ჯგუფების ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან. C ლიგას (სადაც საქართველოა) 4 ჯგუფი აქვს, ხოლო D ლიგას მხოლოდ ორი. ასე რომ, ჩვენი ლიგიდან მხოლოდ 2 გუნდი დაქვეითდება. 2022 წლის მარტში C ლიგის ჯგუფების ბოლოადგილოსნები, ორი გავარდნილის ვინაობას გაარკვევენ. თუ აქ ისეთი გუნდი მოხვდება, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის საგზური აქვს მოპოვებული. მაშინ, C-დან უბრალოდ რეიტინგით ორი უარესი (47-ე და 48-ე) გავარდება ავტომატურად.

რა შუაშია ერთა ლიგასთან 2022 წლის მუნდიალი?

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პირველი გათამაშება უშუალო კავშირშია ევრო 2020-თან, სწორედ იქ თავგამოჩენილი ნაკრებები (მათ შორის საქართველოც) 26-31 მარტს ევრო 2020-ის ბოლო 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

ერთა ლიგის მეორე გათამაშებას კი უშუალო კავშირი 2022 წლის მუნდიალთან აქვს, რომელიც ყატარში გაიმართება. ჩვეულებრივი შესარჩევიდან ევროპაში 10 ჯგუფის გამარჯვებული მიდის ყატარში. 10 ჯგუფის მეორეადგილოსნები და 2 საუკეთესო გუნდი (რომლებსაც ჩვეულებრივი შესარჩევი ტურნირიდან საგზური არ მოუპოვებიათ და არც პლეი ოფში თამაში გაუნაღდიათ) ერთა ლიგის გათამაშებიდან (უეფას ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით) ორ-რაუნდიან პლეი ოფში ითამაშებს, სადაც 3 საგზური გათამაშდება. 

უეფას ერთა თასის ჯგუფური ეტაპი 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 თებერვალს დასრულდება. ფინალური ეტაპი 2021 წლის 2-6 ივნისს გაიმართება, ხოლო სარელეგაციო პლეი ოფი 2022 წლის 24-29 მარტს შედგება, თუ საჭირო გახდა.  

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები