Thumbnail

ეროვნული ლიგა | 2 სუპერგოლი და ლოკომოტივის გამარჯვება სამტრედიასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლოკომოტივი 3:1 სამტრედია
  • გოლები: 0:1 ილურიძე (3), 1:1 კირკიტაძე (30), 2:1 სიხარულიძე (35 პენ.), 3:1 სიხარულიძე (40)

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის პირველი ტურის ყველაზე სანახაობრივი მატჩი გაიმართა. თბილისის ლოკომოტივმა სამტრედიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა 2 ულამაზესი გოლი იხილეს.

მატჩის დაწყებიდან მხოლოდ სამი წუთი იყო გასული, როდესაც სამტრედიამ დიდი ძალებით შეუტია, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ლოკომოტივის მცველებმა ბურთი ვერ მოიგერიეს, საბოლოოდ კი, გიორგი ილურიძემ ეფექტურად, ვარდნაში დაარტყა და ანგარიში გახსნა.

📺 0:1 გიორგი ილურიძე (3)

აღნიშნულის შემდეგ, უპირატესობას ლოკომოტივი დაეუფლა, რასაც სამტრედიელთა კარში გატანილი სამი გოლი მოჰყვა და სამივე - პირველ ტაიმში. ყურადღება მე-3 გოლზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც ასევე ვარდნაში ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

📺 3:1 ირაკლი სიხარულიძე (40)

ლოკომოტივი 3:1 სამტრედია

გოლები: 0:1 ილურიძე (3), 1:1 კირკიტაძე (30), 2:1 სიხარულიძე (35 პენ.), 3:1 სიხარულიძე (40).

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია - გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა - შონია (90. იაკობიძე), დარცმელია - კირკიტაძე, სამურკასოვი (84. ანდრონიკაშვილი), კობახიძე (73. შეყილაძე) - სიხარულიძე.

სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი - ინკუმი, ჯგერენაია, სამბუ, საჯაია (67. რუხაია) - პავიშიჩი (76. ყურბანოვი), კერძევაძე (46. დისი) - კვირკვია, ქოჩლაძე, ილურიძე - ღირდალაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები