Thumbnail

ჟინიაკის ფანტასტიკური გოლი და ჰეთ თრიკი მექსიკის ჩემპიონატში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიგრესი 3:0 პუმასი
  • ფრანგმა თავდამსხმელმა საოცარ ნახტომში გაიტანა

მექსიკის ჩემპიონატის მე-8 ტურში ტიგრესმა პუმასს უმასპინძლა და 3:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან ჰეთ თრიკი ანდრე-პიერ ჟინიაკის ანგარიშზეა. ფრანგმა შემტევმა 2 ბურთი პენალტით შეაგდო, მისი მესამე გოლი კი ფანტასტიკური გამოვიდა.

მატჩის 59-ე წუთზე ჟინიაკმა ნახტომში საოცრად დაარტყა და სტუმართა მეკარე ალფრედო სალდივარს მოგერიების შანსი არ ჰქონია.

ფრანგ თავდამსხმელს კლაუსურაში უკვე 7 გოლი მოუგროვდა, ტიგრესი კი 10 ქულით მე-11 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები