Thumbnail
  • ოქროს მედლები სარდალიშვილმა და კაპანაძემ მოიპოვეს
  • თურქეთში სულ 65 ქართველი ძიუდოისტია ჩასული

თურქულ ანტალიაში სტარტი აიღო ევროპის თასმა, სადაც პირველ დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა 6 მედალი მოიპოვეს, ამასთან, ორ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალიშვილი (55 კგ.) და კოტე კაპანაძე (66 კგ.) გახდნენ. პირველმა ფინალში კაკო ჩაფურიშვილი დაამარცხა, მეორემ კი – ნოდარ ძამაშვილი.

თენგო ზირაქაშვილმა (მარჯვნივ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ნაკრების წევრთაგან კიდევ ორმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. კვარცხლბეკზე ასვლა მალხაზ ბანძელაძემა (50 კგ.) და თენგო ზირაქაშვილმაც (60 კგ.) მოახერხეს.

საინტერესოა, რომ ანტალიაში ჩასული ქართული გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 65 ძიუდოისტია (49 ვაჟი, 16 გოგონა), ამდენად, შეჯიბრის მე-2 დღეს კიდევ არაერთ მედალს ველით.

კომენტარები

ბოლო ამბები