Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ბარსელონაში გაიმართება.
  • საქართველოს ნაკრებს ჯგუფში უნგრეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს დაპირისპირება.
  • ტურნირი 14-28 ივლისს გაიმართება.  

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ისრაელს ორივე მატჩი მოუგო და კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ისრაელი-საქართველო 10:11

საქართველო-ისრაელი 12:1

2018 წლის ევროპის ჩემპიონატი ზაფხულში ბარსელონაში გაიმართება და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას

ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე და საქართველოს საწყალოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა დაესრნენ.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა - საქართველოს ნაკრებს ჯგუფში უნგრეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს კონკურენცია. რევაზ ჩომახიძის გუნდი პირველ შეხვედრას უნგრეთთან გამართავს

ჯგუფიდან პირველადგილოსანი მეოთხედფინალში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული პლეი ოფში, ხოლო ბოლო ადგილოსანი მე-13 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

ჩვენი მეტოქეები

უნგრეთი: 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, 12-გზის ევროპის ჩემპიონი

იტალია: 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, 6-გზის ევროპის ჩემპიონი

გერმანია: ოლიმპიური ჩემპიონი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი

ასპარეზობას უნგრეთით ვიწყებთ

A ჯგუფი

გერმანია

საქართველო

იტალია

უნგრეთი

B ჯგუფი

მონტენეგრო

მალტა

საფრანგეთი

ესპანეთი

C ჯგუფი

თურქეთი

ხორვატია

ჰოლანდია

საბერძნეთი

D ჯგუფი

რუსეთი

სერბეთი

სლოვაკეთი

რუმინეთი

კომენტარები

ბოლო ამბები