Thumbnail

პირველად 1945 წლის შემდეგ – ბაშო ცარიელ დარბაზში ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საგაზაფხულო სუპერტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის
  • კორონავურისის გამო, ჰარუ ბაშო ჩაშლის პირას იყო

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მოახლოებული ბაშო ჩატარდება, თუმცა, მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ნათელია, რომ აღნიშნულის მიზეზი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსია, რის გამოც იაპონიაშიც საგანგებო ზომებია მიღებული: დახურულია სკოლები, გადადებულია სხვადასხვა ღონისძიებები, შეჩერებულია საფეხბურთო ჩემპიონატი.

დირექტორთა საბჭოს წევრებმა ვერდიქტი მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ქვეყნის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სააგენტოს რეკომანდაციებს გაეცნენ. განიხილებოდა ჰარუ ბაშოს გაუქმებაც იყო, თუმცა, ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავეს.

გადაწყვეტილება სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრებმა მიიღეს

ნათელია, რომ იაპონიის სუმოს ასოციაციას მნიშვნელოვანი ზარალი ელის. ორგანიზაციას მოუწევს ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნოს ქომაგებს, რაც დაახლოებით მილიარდი იენი ანუ 10 მილიონ დოლარამდეა.

სამაგიეროდ, სუმოს ასოციაცია საგაზაფხულო ტურნირის ტრანსლაციისთვის იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 500 მილიონ იენს მიიღებს.

ცნობისთვის, ბაშო მაყურებლების გარეშე ერთადერთხელ, 1945 წლის ივნისში ჩატარებულა, თუმცა, მაშინ ტრიბუნებზე ომის ინვალიდები მაინც იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ბაშო 8-22 მარტს იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩატარდება და მასზე ტრადიციულად ორ ქართველ სუმოისტს ვიხილავთ.

ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა იქნება, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი – მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში 44-ე ნომრის სტატუსით იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები