Thumbnail
  • მარკეტი 79:88 სეტონ ჰოლი
  • სანდრო მამუკელაშვილის 26 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი

NCAA-ს BIG EAST-ის კონფერენციის ლიდერმა სეტონ ჰოლმა სტუმრად მარკეტი დაამარცხა - 88:79. გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა ჩააგდო.

სანდრო საოცარი სიზუსტით ისროდა კალათში - თამაშიდან 13-დან 10-მა ნასროლმა მიზანს მიაღწია, მათ შორის სამივე სამქულიანმა. ქართველმა ფორვარდმა სამივე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა. ორმაგ დუბლამდე მას მხოლოდ მოხსნა დააკლდა, რადგან საკუთარ ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, შეტევაში კი - ერთხელ. მის ანგარიშზეა 3 ასისტიც. მამუკელაშვილმა ორჯერ ბურთი დაკარგა და ის ორჯერ დაჯარიმდა. 

მაილს პაუელმა სეტონ ჰოლს 28 ქულა მოუტანა, რასაც 5 პასი დაუმატა. სანდრომ და მაილსმა ერთად სეტონ ჰოლის 88 ქულიდან 54 ჩააგდეს: "ერთად თამაში გვიყვარს და გამოგვდის და ამისგან სიამოვნებას ვიღებთ", - განაცხადა სანდრომ თამაშის შემდეგ მისი და მაილს პაუელის დუეტზე. 

app.com მამუკელაშვილზე: "როგორ უნდა დაიცვა თავი 211 სმ. სიმაღლის ფორვარდისგან, რომელსაც შესანიშნავი ხელები აქვს და მოედნის ხედვა, რომელსაც შეუძლია შორიდან სროლაც და ფარქვეშ შეჭრაც? დიახ, ვერანაირად! როცა სანდრო საუკეთესოდ თამაშობს, მაილს პაუელს სიმძიმე ეხსნება მხრებიდან. ნახეთ მამუკელაშვილის ციფრები: 26 ქულა, 13-დან 10 ზუსტი სროლა, მათ შორის 3 სამქულიანი, 9 მოხსნა, 3 პასი - ეს ხომ თითქმის უნაკლო შედეგია". 

კონფერენციაში სეტონ ჰოლს მხოლოდ ორი მატჩი დარჩა - შინ ვილანოვასთან და სტუმრად კრეიტონთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები