Thumbnail
  • ფუენლაბრადა 92:98 ბასკონია
  • შენგელიას 32 ქულა, 13 მოხსნა

თორნიკე შენგელია საოცარ ფორმაშია! ქართველმა კალათბურთელმა ლიგა ენდესას 22-ე ტურში ფუენლაბრადას 32 ქულა ჩაუგდო და ფარიდან 13 ბურთი მოუხსნა. ბასკონიამ შეხვედრა 98:92 მოიგო.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 44-ს გაუტოლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თორნიკე ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარი ფავორიტია.

თორნიკემ 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე 9-ჯერ მოხსნა, ხოლო 4-ჯერ მეტოქის ფარზე ითამაშა კარგად. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. ბასკონიას ქომაგებმაც საუკეთესო კალათბურთელად შენგელია დაასახელეს. თორნიკემ ხმების 90,8% მიიღო.

მატჩი დრამატული გამოდგა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც 14:8 მოიგო და მიმდინარე სეზონში მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ბასკონიას 22 ქულა აქვს და მომდევნო ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები