Thumbnail

2020 წლის ეროვნული ლიგის პირველ ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ელიტაში გადასულ თბილისის მერანს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მოულოდნელად ქულები დაკარგა, მატჩის მიწურულს კი ტრავმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოვინომ მიიღო, მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

თბილისის მერანთან გამართული მატჩი დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ და გუნდის ფეხბურთელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეაფასეს.

გია გეგუჩაძე: შეთამაშების პრობლემას ვერ დავარქმევდი იმას, რაც დღეს მოხდა. ორი ტაიმის განმავლობაში სრულ უპირატესობას ვფლობდით. ხელსაყრელი მომენტებიც გვქონდა, თუმცა გატანა ვერ მოვახერხეთ. მერანი კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. სანახაობრივი მატჩი იყო, თუმცა უგოლოდ დასრულდა.

ჯოვინოს შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. იოლი მატჩი არავისთან არ გველის. თითოეული გუნდისგან დიდ წინააღმდეგობას ველით.

ვლადიმერ მამუჩაშვილი: პირველი ტური ყოველთვის ყველასთვის რთულია. ჩვენთვისაც რთული მატჩი გამოდგა. უპირატესობას ვფლობდით, 100%-იანი მომენტიც გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ. შეთამაშების პრობლემა არ გვაქვს. თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად მოვუმატებთ. რთული თამაში იქნება დინამო თბილისთან. მოედანზე მოსაგებად გავალთ.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები