Thumbnail

14 ძიუდოისტი მაროკოში - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მაროკოს გრან პრი 6-8 მარტს ჩატარდება
  • ტურნირში 94 ქვეყნის 567 ძიუდოისტი ჩაებმება 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ტურის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს, რომელიც მაროკოს ქალაქ რაბათში გაიმართება. ქართველები ტურნირზე 14 ძიუდოისტით არიან წარმოდგენილნი. ლაშა შავდათუაშვილი ნაკრების შემადგენლობაშია - ის ოლიმპიური ლიცენზიის საჭირო ქულებისთვის იბრძვის.

ტურნირი 6 მარტს დაიწყება და 8 მარტს დასრულდება. ტურნირში 94 ქვეყნის 567 ძიუდოისტი ჩაებმება. მაროკოს გრან პრის პირდაპირ რეპორტაჟს SILK SPORT-ის ეთერში იხილავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

- 60 კგ: შაქრო შათირიშვილი, ჯაბა პაპინაშვილი

- 66 კგ: გიორგი თუთაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი

- 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

- 81 კგ: გიორგი კაციაშვილი, ბექა გიგაური

- 90 კგ: ლაშა ბექაური, უშანგი მარგიანი

- 100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+ 100 კგ: საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები