Thumbnail

2020 წლის ეროვნული ლიგა დაიწყო - ჩემპიონმა ქულები დებიუტანტთან დაკარგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დინამო თბილისი 0:0 თელავი
  • საქართველოს XXXII საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო
  • მოქმედმა ჩემპიონმა ქულები ლიგის დებიუტანტთან დაკარგა

საქართველოს XXXII ჩემპიონატმა ფეხბურთში სტარტი "დინამო არენაზე" აიღო, სადაც ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა დინამო თბილისმა ლიგის დებიუტანტი თელავი მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

დინამო, რომელიც სეზონის წინ კახა ჩხეტიანმა ჩაიბარა, ჩემპიონატის პირველ მატჩს ტრავმებით გამოწვეული საკადრო პრობლემებითა და განახლებული შემადგენლობით შეხვდა. გარკვეულწილად ამის გამოც, რევაზ გოცირიძის შეგირდები საკმაოდ თამამად პირველივე წუთებიდან გამოიყურებოდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. 

გატანის კარგი შანსი პირველ ტაიმში თელაველთა უკრაინელი თავდამსხმელს, იაროსლავ კვასოვს ჰქონდა, მაგრამ ბურთი როინ კვასხვაძის კარის ძელს მოხვდა. 

📺 დინამო თბ 0:0 თელავი (სრული მატჩი)

მომდევნო ტურში კახა ჩხეტიანის გუნდი უკვე ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 8 მარტს, 18:00 სთ-ე დაიწყება. ამავე დღეს თელავი გორის დილას უმასპინძლებს.

დინამო თბილისი 0:0 თელავი

გაძევება: ბაქარ ქარდავა (დინამო, 90+5)

დინამო თბ (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - ქარდავა, პაპავა (კუხიანიძე, 45') - ორშულა, კუცია, ქიმაძე (ბუღრიძე, 46') - ახვლედიანი (შულაია, 70').

თელავი (4-2-3-1): გოშაძე - ჩაბრაძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, ჩუკვურა - ვარშანიძე, მოსიაშვილი - სამუშია (კოხრეიძე, 69'), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (მარაქველიძე, 90+5), რუხაძე (მიხეილ ბაშალეიშვილი, 90+2)- კვასოვი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები