Thumbnail
  • საქართველო რაგბი ევროპის მე-4 ტურში პორტუგალიას ხვდება
  • ლევან მაისაშვილმა მატჩისთვის 30 მორაგბე გამოიძახა

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის 30 მორაგბეს უხმო. თამაში 7 მარტს პარიზში, ''სტად ჟან ბუენზე'', საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ლაშა ლომიძე მოხვდა, რომელსაც პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში, ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.

ლევან მაისაშვილი: "აქ ახალგაზრდების მიმართ ნდობაზე საუბარი არაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გუნდი დიდხანს გვყავდეს ერთად. თუ წინა ტურში გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკრების გამოცდილი მორაგბეები კლუბებისთვის დაგვეთმო და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსი მიგვეცა, ახლა ვთვლით, რომ საჭიროა ამ ბიჭების დამატება.

მოკლევადიანი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხარისხიანი თამაშით მოგებაა, თუმცა გვაქვს გრძელვადიანი მიზნებიც. 10 დღით ადრე მოთამაშეებს ვერც ზაფხულის და ნოემბრის ტესტებისთვის ვიძახებთ, ამიტომ, გვსურს რომ მანამდე გუნდი იყოს შეთამაშებული და დავხვეწოთ ჩვენი სქემები.

მოთამაშეთა ნაწილი საფრანგეთში კვირას დილით, ხოლო მეორე ნაწილი ღამით მიემგზავრება. მორაგბეები ნაკრების გარდა კლუბებს ეკუთვნიან და მათ ნაწილს თამაშები აქვს ჩასატარებელი. ისინი ორშაბათის დილის ვარჯიშზე არ გვეყოლებიან, თუმცა სჯობს კლუბების შემადგენლობაში ითამაშონ, ორშაბათს საღამოს კი ვიდეო-ანალიზებზე უკვე ჩვენთან იქნებიან.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები