Thumbnail

'მესი უნიკალური და განუმეორებელია' - ვან ბასტენს რონალდოს არგენტინელი ურჩევნია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • რონალდო და მესი ბოლო წლებია საფეხბურთო სამყაროში დომინირებენ
  • მარკო ვან ბასტენმა ორი გენიალური მოთამაშე ერთამენთს შეადარა 

ბოლო წლებია, მსოფლიო ფეხბურთს ორი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს - ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ამ ორი ადამიანის კონკურენცია კიდევ უფრო საინტერესოს და სანახაობრივს ხდიდა მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველ სახეობას.

გუშლემატკივრებს შორის ხშირად მიდის კამათი, თუ რომელი მათგანია უკეთესი. ზოგს პორტუგალიელის თამაში უფრო მოსწონს, ზოგს კი არგენტინელის. გამორჩეული საფეხბურთო ფიგურებიც ხშირად ადარებენ ამ ორ მოთამაშეს ერთმანეთს.

ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა და საუკეთესო მოთამაშემ, მარკო ვან ბასტენმა მესი და რონალდო კიდევ ერთხელ შეადარა ერთმანეთს. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელმა ჰოლანდიელმა ორივე მოთამაშე შეაქო, თუმცა რონალდოს მესი ამჯობინა.

"რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ ვინც მიიჩნევს, რომ ის მესიზე უკეთესია, მას ფეხბურთის არაფერი ესმის ან გულწრფელი არ არის. მესი უნიკალური და განუმეორებელია. მისნაირი მოთამაშეები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან", - განაცხადა ვან ბასტენმა  Corriere della Sera-სთან საუბრისას.   

კომენტარები

ბოლო ამბები