Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველი მარტის სანაკრებო მატჩებზე
  • 30 წლის ფეხბურთელმა ჯანო ანანიძისა და საბა კვერკველიას პრობლემებზეც ისაუბრა  

საქართველოს ნაკრებისა და ტულის არსენალის მცველმა გია გრიგალავამ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. 30 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 31 მატჩი აქვს ჩატარებული, ყურადღება მარტში დაგეგმილ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფზე გაამახვილა.

26 მარტს საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში, შინ კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს უმასპინძლებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

"როგორც კი ვადები და პირველი მეტოქე გაირკვა, ამ თამაშებს როგორც ჩვენ, ფეხბურთელები, ისე მთელი ქვეყანა ელოდება. ყველას გვესმის, რომ ეს ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებია. ეს არის შანსი, ჩვენი გვარები ისტორიაში ჩავწეროთ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ. ვფიქრობ, სხვა მხრივ პრობლემა არ იქნება - განწყობისა თუ მომზადების მხრივ.

გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა

ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ოცნება მუშაობისას განსაკუთრებულ მოტივაციას მძენს. არამხოლოდ მე - ნაკრების ყველა ფეხბურთელს. ასეთ დიდ ტურნირზე არასდროს გვითამაშია და თუკი იქ მოვხვდებით, უდიდესი ზეიმი იქნება. ეს უდიდესი ნაბიჯი იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის. იმედია, აქამდე მივალთ", - ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს

გია გრიგალავამ მოსკოვის სპარტაკის ყოფილ ნახევარმცველზე, ჯანო ანანიძესა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველზე, საბა კვერკველიაზეც ისაუბრა. 

"ჯანო ჯამში თითქმის 10 წელიწადი თამაშობდა სპარტაკში, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო. მგონია, რომ მას ყოველთვის ჯანმრთელობა ღალატობდა. კლუბსა და ნაკრებში მიაღწია მწვერვალს - კოჭი დაიზიანა, აღიდგინა თუ არა ფორმა - უცებ “ჯვარედინი”. ხან ერთი, ხან მეორე. რომ არა ჯანმრთელობის პრობლემები, მგონია, ის სულ სხვა დონეზე ითამაშებდა. 

ჯანო სპარტაკიდან ანორთოსისში ნაკრების ინტერესების გამო გადაბარგდა

დღეს ჯანოს კვიპროსზე საქმეები ნორმალურად აქვს. თამაშობს, ფორმას იბრუნებს. აქვს მეტი პრაქტიკა. სწორედ ამისთვის წავიდა კიდეც კვიპროსში, რათა მარტში მზად იყოს და ნაკრებს დაეხმაროს. ვფიქრობ, ის ამ ჩემპიონატში დიდხანს არ დარჩება, თუკი ეს თავად არ ენდომება. 

კვერკველიას 2019/20 წლების სეზონის პირველ ნაწილში ბევრი გაუცდა

კვერკველია შემქნილი ვითარების გამო ნერვიულობდა. კარგი სეზონების შემდეგ, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა. იყო რაღაც კოსმოსური ტრავმა. თავიდან ვერავინ დაადგინა, რა იყო, შემდეგ - როგორ ემკურნალათ. სანამ გამოჯანმრთელდა, ფორმა აღიდგინა, ნახევარი წელიწადი გავიდა. როგორც ვიცი, ახლა შეკრებებზე თავს კარგად გრძნობდა და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ითამაშებს და ყველაფერი ცუდი დავიწყებას მიეცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები