Thumbnail
  • პორტიმონენსე 0:0 სეტუბალი
  • მაკარიძემ მასპინძელთა 5 დარტყმა მოიგერია

გიორგი მაკარიძის სეტუბალმა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 23-ე ტურში პორტიმონენსესთან სტუმრად ითამაშა. მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაკარიძემ მასპინძელთა 5 დარტყმა მოიგერია და პრიმეირა ლიგაში კარი მშრალად მეთერთმეტედ შეინახა.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ პორტიმონენსესთან გოლი არცერთ დაპირისპირებაში არ გაუშვა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩიც უგოლოდ დასრულდა.

როგორც აღვნიშნეთ, მაკარიძეს კარი მშრალად თერთმეტ მატჩში აქვს შენახული და ის ამ შედეგით მხოლოდ ბენფიკას ბერძენ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს ჩამორჩება, რომელსაც 22 მატჩიდან 14 შეხვედრაში გოლი არ აქვს გაშვებული. მაკარიძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 თამაშში 23 გოლი გაუშვა.

სეტუბალი 27 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ ლისაბონის ბენფიკას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები