Thumbnail

პირველი ლელო ახალ გუნდში - მჭედლიძემ რუანს პერპინიანთან ვერ უშველა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პერპინიანი 57:12 რუანი
  • მჭედლიძის გუნდმა მე-16 მატჩი წააგო

თამაზ მჭედლიძის რუანმა PRO D2-ის 22-ე ტურში პერპინიანთან სტუმრად ითამაშა და 45-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 12:57. მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მე-40 წუთზე ლელოც გაიტანა. ქართველმა მორაგბემ ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სტუმრებს 33 ქულა გაუტანეს.

მჭედლიძისთვის ეს ახალ გუნდში პირველი ლელო იყო. შეგახსენებთ, რომ ის რუანამდე აჟენის ღირსებას იცავდა. რუანს 16 წაგება დაუგროვდა და 30 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. რუანი მომდევნო ტურში მონ დე მარსანის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები