Thumbnail

კობიაშვილმა გაიტანა და ყენიამ მიულოცა - გახსოვთ ეს გოლი? შალკემ გაიხსენა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუნდესლიგის 24-ე ტურში კიოლნისა და შალკეს მატჩი შედგება
  • გელზენკირხენულმა კლუბმა ლევან კობიაშვილის გოლი გაიხსენა 

კიოლნი გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გელზენკირხენის შალკეს უმასპინძლებს. სტუმარი გუნდის ოფიციალურმა გვერდმა 'თხებთან' მატჩამდე ლევან კობიაშვილის გოლი გაიხსენა. ქართველმა ფეხბურთელმა 2009 წელს შალკეს კიოლნთან მოაგებინა 3 ქულა მოუტანა.

შალკე იმ დაპირისპირებაში ჯეფერსონ ფარფანის გოლით იგებდა, კიოლნმა პოდოლსკის გოლით გაათანაბრა, ხოლო ლევანმა გელზენკირხენელებს 3 ქულა მოუტანა. შალკემ 2009-2010 წლების სეზონში ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა. ვიდეოში ახალგაზრდა ლევან ყენიაც ჩანს, რომელმაც კობიაშვილს გატანილი გოლი პირველმა მიულოცა.

ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას გუნდმა 65 ქულა დააგროვა და ბაიერნს 5 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ შალკემ ბოლო ორ ტურში სწორედ 5 ქულა დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები