Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ იტალიის დერბისა და ელ კლასიკოს შესახებ ისაუბრა
  • პორტუგალიელი ფიქრობს, რომ იტალიაშიც ისეთივე კარგი მატჩი იქნება, როგორიც ესპანეთში

ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იტალიის დერბისა და 'ელ კლასიკოს' შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ იტალიური დერბიც ისეთივე კარგი იქნება, როგორიც რეალის და ბარსელონას დუელი.

''საოცარი მატჩი იქნება, ისეთივე შეხვედრა, როგორიც იმავე საღამოს მადრიდის რეალსა და ბარსელონას შორის გაიმართება. ინტერთან მატჩი ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც მილანთან და ლაციოსთან შეხვდრები. ყველას მოსწონს ასეთ მატჩებში თამაში. ფანტასტიკური ბრძოლა იქნება, უნდა მოვიგოთ." - განაცხადა რონალდომ.

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის მთავარი მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მაყურებლების გარეშე, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება. კრიშტიანომ ამ თემაზეც ისაუბრა: "ქომაგების გარეშე ბედნიერები ვერ ვიქნებით, მაგრამ პასუხისმგებლობა იგივე რჩება. კარგად უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. კარგი იქნებოდა, რომ მატჩზე ქომაგების მხარდაჭერა გვქონოდა, თუმცა ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას. თუ სტადიონის ჩაკეტვა პრობლემას გადაჭრის, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,'' - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 21 ფატალური შედეგით დასრულდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 50 ქვეყანაში 80 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2 800-ზე მეტი გარდაიცვალა და 36 880 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები