Thumbnail

ანდრე სილვას დუბლი - აინტრახტი ევროპალიგის მერვედფინალშია!

  • ზალცბურგი 2:2 აინტრახტი
  • ანდრე სილვამ ავსტრიელებს დუბლი შეუსრულა

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ავსტრიულ ზალცბურგსა და გერმანულ აინტრახტს შორის, რომელიც გუშინ ღამით იყო დაგეგმილი, ქარიშხლის გამო აღარ გაიმართა. გუნდებმა შეხვედრა დღეს ჩაატარეს და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. აინტრახტს პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და მომდევნო ეტაპზეც ფრანკფურტელები გავიდნენ. ზალცბურგი მატჩს ორჯერ იგებდა, თუმცა ანდრე სილვამ ანგარიში გაათანაბრა.

აინტრახტის მომდევნო მეტოქე შვეიცარიული ბაზელი იქნება, რომელმაც 1/16-ფინალიდან კვიპროსული აპოელი გააგდო. ამრიგად, გერმანიას ევროტურნირების მერვედფინალში 6 კლუბი ჰყავს: აინტრახტი, ლევერკუზენი და ვოლფსბურგი ევროპალიგის პლეი ოფში თამაშს აგრძელებენ, ბაიერნი, ლაიპციგი და დორტმუნდის ბორუსია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ბარსელონა
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები