Thumbnail

კორონავირუსის შიშით - იუვენტუსი ახალგაზრდებს ვარსკვლავებთან აღარ ავარჯიშებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსის რეაქცია კორონავირუსთან ბრძოლაში
  • ტურინული გრანდის U23 გუნდის წევრები პირველ გუნდთან აღარ ვარჯიშობენ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ტურინის იუვენტუსი 23-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს ძირითად გუნდთან ერთად აღარ ავარჯიშებს. ეს გადაწყვეტილება ტურინულ გრანდში დღეს მიიღეს - U23 გუნდის მოთამაშეები კრიშტიანო რონალდოსთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად უახლოეს დღეებში აღარ ივარჯიშებენ.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ იტალიის მესამე ლიგის გუნდის, პიანეზეს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდმა კი გასულ კვირას სწორედ პიანეზეს წინააღმდეგ ითამაშა. კორონავირუსი პიანეზეში კინგ უდოს დაუდგინდა - 22 წლის მოთამაშე ახლა კარანტინშია.

იუვეს 23-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელები პაულო დიბალასთან და კომპანიასთან ერთად აღარ ვარჯიშობენ

იუვეს კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - მაურიციო სარის გუნდი იტალიის დერბიში მილანის ინტერს მასპინძლობს. ოღონდ, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, სერია A-ს მთავარი მატჩი უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები