Thumbnail

კორონავირუსის გამო - ბაიერნის ფეხბურთელებს შეზღუდვები დაუწესეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნის სამედიცინო შტაბმა მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
  • რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ფანებთან ახლო კავშირი აუკრძალეს

კორონავირუსის გავრცელების მიუნხენის ბაიერნშიც ეშინიათ. რეკორდმაისტერის ვარსკვლავებს ფანებთან ურთიერთობა, მათთვის ავტოგრაფების დარიგება და მათთან ერთად სელფების გადაღება აეკრძალათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ბავარიული გრანდის სამედიცინო განყოფილებამ მიიღო.

“ჩვენს ფანებს თხოვნით მივმართავთ, გაგებით მოეკიდონ ამ გადაწყვეტილებას,” - ვკითხულობთ ბაიერნის ვებგვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

მანამდე, ამის შესახებ ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “ჩვენი ფეხბურთელები ზუსტ დარიგებებს მიიღებენ. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მივიღოთ, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ.” - თქვა მან.

ბაიერნის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიუნხენური კლუბი რობერტ კოხის ინსტიტუტის რჩევების შესაბამისად იქცევა და მუდმივ კონტაქტშია ჯანმრთელობის სამინისტროსთან. აღსანიშნავია, რომ ბავარიულ გრანდს ზამთარში ჩინეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი. ბაიერნის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი ჩინეთში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება - მიუნხენში იმედი აქვთ, რომ ზაფხულში ჩინეთში გამგზავრება სარიკოს აღარ იქნება.

ბუნდესლიგის 24-ე ტურში ბაიერნი შაბათს ჰოფენჰაიმს სტუმრად ეთამაშება. რეკორდმაისტერი 49 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ლაიპციგს ერთი, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის ბორუსიას კი 4 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები