Thumbnail

NEYMAR JR'S FIVE - ბრაზილიელი რაგბის ბურთსაც კარგად აკონტროლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნეიმარმა Red Bull-ის მორიგი ტურნირი დააანონსა
  • Neymar Jr's Five საქართველოში მესამედ ჩატარდება

Neymar Jr's Five გლობალური ჩემპიონატია პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელებისთვის, რომლის შესარჩევი ეტაპი საქართველოში მესამედ ჩატარდება.

Neymar Jr's Five-ის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს შესარჩევი ტურნირები, გამარჯვებული გუნდები კი მონაწილეობას ფინალურ ტურნირში მიიღებენ, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება საქართველოში შესარჩევი ტურნირი.

ნეიმარმა ახალი ტურნირი ინსტაგრამზე დააანონსა. ბრაზილიელი რაგბის ბურთსაც მშვენივრად აკონტროლებს და მის მეგობარს ბურთის კონტროლში შეჯიბრიც მოუგო. პარი სენ ჟერმენის შემტევმა ვიდეოზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სია კოლისი მონიშნა. 'გიჩვენებთ ჩემს სარაგბო შესაძლებლობებს. სია, მზად ხარ გამოწვევისთვის?' - წერს ნეიმარი ინსტაგრამზე.

კომენტარები

ბოლო ამბები