Thumbnail

სთრონგმენი | ჭაბუკა ჭიღლაძის ოქრო და აკო ფიფიას ვერცხლი უკრაინიდან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები სთრონგმენის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს
  • დღეს ჭაბუკა ჭიღლაძემ პირველი, ხოლო აკო ფიფიამ მეორე ადგილი დაიკავა 
  • შაბათს, 29 თებერვალს შეჯიბრი მას-რესლინგში გაიმართება

საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მას-რესლინგის ნაკრები უკრაინაში სთრონგმენის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს. პირველ დღეს, ჭაბუკა ჭიღლაძემ და აკო ფიფიამ შესანიშნავად იასპარეზეს.

ჭიღლაძე მძიმე წონაში გამოვიდა, საუკეთესო შედეგები აჩვენა და ჩემპიონი გახდა. მან მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. აკო ფიფიამ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

შაბათს, 29 თებერვალს შეჯიბრი მას-რესლინგში გაიმართება, რომელშიც სამი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: აკო ფიფია (105 კგ.), ბიქტორ გვეტაძე (125 კგ.) და მძიმე წონაში ჭაბუკა ჭიღლაძე.

📺 ვიდეო: ჭაბუკა ჭიღლაძის და აკო ფიფიას გამოსვლა  

კომენტარები

ბოლო ამბები