Thumbnail
  • 19 წლის ქართველი კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებს გაუშინაურდა
  • რატი ანდრონიკაშვილმა შვეიცარიასთან და სერბეთთან მატჩებში ითამაშა

ევრობასკეტი 2021-ს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს საკალათბურთო სამყარომ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე იხილა.

ფიბამ 1999 და მომდევნო წლებში დაბადებული ტალანტი შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილიც მოხვდა.

რატი ანდრონიკაშვილი (საქართველო)

დაბადების თარიღი: 19 მარტი, 2001 (19 წლის)
სიმაღლე: 194 სმ.
კლუბი: რუსთავი
საშუალო სტატისტიკა: 14.6 წუთი, 7.5 ქულა, 2.0 მოხსნა, 1.0 ჩაჭრა

ქართველ უკანახაზელს თავისი ტალანტის წარმოჩენის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა. ანდრონიკაშვილმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 6 მატჩი ჩაატარა, ამჯერად კი, ევროპირველობის შესარჩევ რაუნდში ჩაება.

რატიმ შვეიცარიასთან მატჩში მოედანზე 15 წუთი გაატარა და ოვერტაიმში მოგებულ შეხვედრაში 7 ქულა მიიითვალა.

საქართველომ სერბეთშიც იმარჯვა, ანდრონიკაშვილმა კი აქტივში 8 ქულა ჩააგდო, თუმცა, შედეგიანი პასი არ ჰქონია და 5 დაკარგვაც მოუგროვდა.

ანდრონიკაშვილის გარდა, ფიბამ ტალანტების ტოპ 10-ში დენი ავდია (ისრაელი), კრისტიან კულამაე (ესტონეთი), მატეო დრეჟნიაკი (ხორვატია), არტურს ზაგარსი (ლატვია), როკას იოკუბაიტისი (ლიტვა), ვიტ კრეიჩი (ჩეხეთი), კარლოს ალოსენი (ესპანეთი), მელვინ პანცარი (შვედეთი) და კეიე ვან დერ ვუურსტ დე ვრიესი (ჰოლანდია) შეიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები